ვიდეოში ჩანს, რომ ცენტრის დირექტორი რეზო ჟღენტი და კლინიკური მენეჯერი კახა ბერიძე, ბუშტებითა და საჩუქრებით ეწვივნენ ყველაზე პატარა პაციენტს. „სიყვარული ყველაზე დიდი მკურნალია ამქვეყნად, რომელიც კორონასაც მოერევა და მრავალ სხვა განსაცდელსაც დაგვაძლევინებს, მალე სიხარულით შეცვლის დღევანდელ შფოთიან რეალობას", - ამბობს ვიდეოს ავტორი.