ვანო ჯავახიშვილი: იმ შავბნელ პერიოდში ამით გაგვქონდა თავი

ვანო ჯავახიშვილი იხსენებს თავის ბავშვობას და სკოლის პერიოდს, როგორი მოსწავლე იყო და რით ერთობოდა მეგობრებთან ერთად.
Sputnik
ვანო ჯავახიშვილი: იმ შავბნელ პერიოდში ამით გაგვქონდა თავი
„სკოლაში ნიჭიერი ბავშვი ვიყავი, იდეალურად ვსწავლობდი, ამიტომ დედა ხშირად დათმობაზე მიდიოდა ხოლმე. ის ჩემს სწავლაში ძალიან იყო ჩართული, მე კი ბევრს ვშრომობდი. გულს ის მიკლავდა, როცა ბიჭები ეზოდან მეძახდნენ: ჩამოდი, ჩამოდიო! მე ვერ ჩავდიოდი, იმიტომ, რომ დედა არ მიშვებდა. დღეს როცა სათამაშოების მაღაზიაში შევდივარ ჩემი შვილისთვის სათამაშო რომ ვიყიდო ძალიან დიდი არჩევანია. ვიბნევი და არ ვიცი რომელი ვუყიდო. მე რომ ამ სათამაშოებიდან ერთ-ერთი მაინც მქონოდა შეიძლება ყველაზე ბედნიერი ბავშვი ვყოფილიყავი.“- ამბობს ვანო ჯავახიშვილის სატელევიზიო გადაცემაში.

იუმორისტი ვანო ჯავახიშვილი ამბობს: „მე თემქაზე ვცხოვრობდი და თბილისის ზღვაზე მაშინ დაბანაკებული იყო რომელიღაც ბატალიონი. როცა ისინი ისროდნენ იქ ტყვიების ცარიელი გილზები იყრებოდა. მე იმ გილზებს ვაგროვებდი და კოჭობანას ვთამაშობდი. ეს იყო მაშინ ჩვენი სათამაშო.“