თბილისი, 21 მარტი - Sputnik. ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს, იუწყება პირველი არხი.
ტელევიზიის ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. ასევე, დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.