საბერძნეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა ცეცხლი გადასცა „ტოკიო-2020“-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელს ნაოკო იმოტოს. ცოტა ხნის წინ კი სპეციალური თვითმფრინავით ოლიმპიური ცეცხლი მიიაგის პრეფექტურაში ჩაიტანეს. 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება, მაგრამ ამ გეგმებს შეიძლება ხელი კორონავირუსმა შეუშალოს.