მსოფლიო დღეს

მსოფლიო შუაღამიდან დილამდე: პანდემიის უკან დახევის თარიღი და ველური ცხოველები ქუჩებში

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის უკვე მიაღწია 19-ს
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსი COVOD 19 უკან, დიდი ალბათობით, აპრილის შუა რიცხვებიდან დაიხევს, განაცხადა რუსმა ეპიდემიოლოგმა ირინა შესტაკოვამ, რომელიც ქვეყანაში ინფექციური დაავადებების ერთ–ერთ მთავარ სპეციალისტად მიიჩნევა. 

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ამ დროისათვის COVID 19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, მსოფლიოს 166 ქვეყანაში 275 434 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 11 399 და გამოჯანმრთელდა 88 256 კაცი. 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, 19–ს მიაღწია.ესენია: ჩინეთი, იტალია, ირანი, ესპანეთი, გერმანია, აშშ, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ავსტრია, ბელგია, ნორვეგია, შვედეთი, დანია, კანადა, მალაიზია, პორტუგალია.

რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო მონაცემებს, კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 176 ქვეყანაში 234 073 ადამიანს შეადგენს, გარდაცვლილია 9 840 ადამიანი.

COVID-19-თან დაკავშირებული და მისით გამოწვეული ძირითადი მოვლენები, რომლებიც 19-20 მარტის შუაღამიდან ამ დრომდე მოხდა, ასე გამოიყურება: 

  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნიდან 80 ათასი რესპირატორული ნიღბის გატანის მცდელობა აღკვეთა, რაც COVID-19–ის პანდემიის ფონზე აკრძალულია;
  • ლონდონის ხელისუფლებამ დროებით გააუქმა გადასახადი ქალაქის ცენტრში ავტომობილების შესვლაზე და ასევე მოსაკრებელი მოძველებული ძრავების მქონე მანქანებზე;
  • ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აკრიტიკებს კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად დაწესებულ შეზღუდვებს: გზებისა და აეროპორტების ჩაკეტვას. მისი თქმით, ეს არა მარტო ამუხრუჭებს ეკონომიკას, არამედ პანიკასაც ქმნის მოსახლეობაში;
  • COVID 19–თან დაკავშირებით გამოცხადებული კარანტინების გამო, მსოფლიოს ზოგი ქალაქის ქუჩებში ველური ცხოველები გამოჩნდნენ, რომლებიც იქ მშვიდად დასეირნობენ;
  • ​ლატვიის შეიარაღებულმა ძალები მზად არის, პირველივე დაძახილზე ჩაერთოს ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა; 
  • ბოლივიის ხელისუფლებამ, კარანტინის დარღვევისთვის, „სხვებისთის ჭკუის სასწავლებლად“, თანამდებობიდან მოხსნა ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე, რომელიც ადრე დილით რამდენიმე მოქალაქესთან ერთად შენიშნეს ლაპასას ბარში;
  • მინესოტაში (აშშ) ერთ–ერთმა რესტორანმა პანდემიის ფონზე ახალი აქცია წამოიწყო: ყველა სტუმარს, ვინც 25 დოლარზე მეტი ღირებულების შეკვეთას მისცემს, ტუალეტის ქაღალდს ჩუქნიან. რესტორნის მფლობელი აცხადებს, რომ ამის გამო სტუმრები გულწრფელად იცინიან და კარგ გუნებაზე დგებიან, დადებითი ემოციები კი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია;  
  • ​კოლუმბიის გენერალურმა პროკურატურამ საქმე აღძრა ქალაქის მერის წინააღმდეგ, რომელმაც სხვა ქვეყნებში მოგზაურობის ფაქტი დამალა და ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა. მერე კი კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა;
  • „ევროვიზიის“ ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წელს გადატანილ კონკურსზე, მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ, საკუთარი სურვილის მიხედვით შეცვალონ (ან დატოვონ) კონკურსანტი, მაგრამ მათ არავითარ შემთხვევაში არ ექნებათ უფლება, შეასრულონ წლევანდელი სიმღერა...