თბილისი, 21 მარტი - Sputnik. მოსკოვის საავადმყოფოებიდან გაწერეს რვა პაციენტი, რომლებმაც კორონავირუსულ ინფექცია დაამარცხეს, იუწყება РИА Новости.
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: რა შეზღუდვები წესდება >>
პარასკევს რუსეთის ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით ინფიცირებული რუსეთის 12 მოქალაქის გამოჯანმრთელების შესახებ განაცხადა.
„ჩვენ კარგი ამბები გვაქვს. რვა ადამიანმა, რომლებიც ამ ინფექციით დაავადდნენ, გაიარეს მკურნალობა, სრულიად გამოჯანმრთელდნენ და დღეისათვის გაეწერნენ ჩვენი სამედიცინო დაწესებულებებიდან“, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ სოციალური განვითარების საკითხებში ანასტასია რაკოვამ.
რაკოვას არ დაუკონკრეტებია, შედის თუ არა ეს რვა ადამიანი იმ 12 მოქალაქის რიცხვში, რომელთა გამოჯანმრთელების შესახებაც შტაბი გუშინ იუწყებოდა.
მისი თქმით, მოსკოვში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია რჩება სტაბილური, დაავადება ოფიციალურად 131 ადამიანს დაუდასტურდა.
COVID-19-თან საბრძოლველად რუსეთის დედაქალაქში ორი სტაციონარი ამოქმედდა - ყბა-სახის ჰოსპიტალი და სკლიფოსოვსკის კვლევითი ინსტიტუტი. საავადმყოფოების კიდევ ათ კორპუსს ამზადებენ პაციენტების მისაღებად, განმარტა მერის მოადგილემ.
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 253 შემთხვევა დაფიქსირდა, მხოლოდ გუშინდელ დღეს 54 ადამიანი დაავადდა.