მსოფლიო დღეს

„არავითარი ჩარტერული თვითმფრინავი, ისხდნენ ახლა იქ!“ - ლუკაშენკო თანამემამულეებზე ბრაზობს

ბელარუსის პრეზიდენტმა ჩინოვნიკებს მიუთითა, არ გაგზავნონ თვითმფრინავები მათ ჩამოსაყვანად, ვინც გაფრთხილების მიუხედავად, მაინც წავიდა საზღვარგარეთ
Sputnik

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. არ გაგზავნოთ ჩარტერული თვითმფრინავები იმ მოქალაქეების ჩამოსაყვანად, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების შემდეგ მაინც გაემგზავრნენ უცხოეთში სამოგზაუროდ, მიუთითა ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ჩინოვნიკებს. 

მსოფლიო შუაღამიდან დილამდე: პანდემიის უკან დახევის თარიღი და ველური ცხოველები ქუჩებში

„ჩვენ უკვე ვბღავით: არ წახვიდეთ საზღვარგარეთ, დარჩით შინ! არა, მაინც უცხოეთისკენ იქაჩებიან. მათთვის, ვინც ჩვენი გაფრთხილებების მერე გავიდნენ საზღვრებს გარეთ - არანაირი ჩარტერი! ისხდნენ ახლა იქ“, - განაცხადა ლუკაშენკომ სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელებთან თათბირზე.   

მისი თქმით, გასაგებია, რომ ზოგ მათგანს შესაძლოა გადაუდებელი აუცილებლობა ჰქონდა, მაგრამ „ასეთი შემთხვევები ერთეულია და თითქმის არც არის“.   

ამ დროისათვის COVID 19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, ბელარუსში 69 ადამიანია. აქედან არცერთი გარდაცვლილი და 5 განკურნებული. მსოფლიოს 166 ქვეყანაში კი სულ 277 449 ადამიანია ინფიცირებული. აქედან გარდაიცვალა 11 561 და გამოჯანმრთელდა 89 211 კაცი. ქვეყნების რაოდენობამ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, 19–ს მიაღწია.

.