მსოფლიო დღეს

COVID 19: ტანის საპნით ყოველდღე დაბანა არ შეიძლება - იმუნოლოგი განმარტავს

იმუნოლოგის რჩევით, ხელების ხშირი დაბანის გამო აუცილებელია სილიკონის დამატებების მქონე და ასევე ვიტამინ А-ს შემცველი დამცავი კრემების გამოყენება.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საპონი ეფექტურია COVID 19-ის ვირუსის გასანადგურებლად, მაგრამ მისი ყოველდღე გამოყენება ტანის დასაბანად რეკომენდებული არ არის, აცხადებს განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა სპეციალისტი, ექიმი იმუნოლოგი ვლადიმირ ჟემჩუგოვი. 

COVID 19: დასახელდა დაავადებები, რომლებიც სიკვდილიანობის რისკს ზრდის - იტალიური ანგარიში

მისი თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის ხელების საპნით დაბანა იდეალური ვარიანტია.

„ეს იმიტომ, რომ საპნის შემადგენლობაში შედის ლიპიდური კომპონენტები, რომლებიც შესანიშნავად აშორებს ვირუსს“, - განმარტა ჟემჩუგოვმა.

მიუხედავად ამისა, იმუნოლოგი ურჩევს მოსახლეობას, არ დაიბანონ ტანი საპნით ყოველდღე, ვინაიდან ასე დამცავი ფენა ჩამოირეცხება.

ამასთან, ჟემჩუგოვის რჩევით, ხელების ხშირი დაბანის გამო აუცილებელია სილიკონის დამატებების მქონე და ასევე ვიტამინ А-ს შემცველი დამცავი კრემების გამოყენება.

ამ დროისათვის COVID 19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, მსოფლიოს 166 ქვეყანაში 277 449 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 11 561 და გამოჯანმრთელდა 89 211 კაცი. ქვეყნების რაოდენობამ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, 19–ს მიაღწია.

.