ყვითელი ამბები

„დავით ბაგრატიონის დედა გარდაიცვალა“ – საქართველოს სამეფო სახლი განცხადებას ავრცელებს

მა­რია დე ლას მერ­სე­დეს ზორ­ნო­ზა ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი და­ი­ბა­და ეს­პა­ნეთ­ში. ჰყავს სამი შვილი: მა­რია ან­ტუ­ა­ნე­ტა, ირაკ­ლი და და­ვი­თი.
Sputnik

თბილისი,  20 მარტი — Sputnik. პრინ­ცე­სა მა­რია დე ლას მერ­სე­დეს ზორ­ნო­ზა ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­უ­რის, უფ­ლის­წუ­ლ და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რან­ბა­ტო­ნის დედა გარდაიცვალა. ინფორმაცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის „ფეისბუქის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერდზე ვრცელდება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამეფო ოჯახის წარმომადგენელი 17 მარტს ესპანეთში გარდაიცვალა.

მა­რია დე ლას მერ­სე­დეს ზორ­ნო­ზა ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი და­ი­ბა­და ეს­პა­ნეთ­ში, ქა­ლაქ მადრიდ­ში 1942 წლის 2 აგ­ვის­ტოს. 1968 წლის 10 მარტს იქორ­წი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ტახ­ტის მემ­კვიდ­რე ბა­ტო­ნიშ­ვილ გი­ორ­გი (ხორ­ხე) ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რან­ბა­ტო­ნიშ­ვილ­ზე. სა­მე­ფო წყვილს შე­ე­ძი­ნა სამი შვი­ლი: მა­რია ან­ტუ­ა­ნე­ტა, ირაკ­ლი და და­ვი­თი. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.