თენგიზ ცერცვაძე: რაც ტრამპმა გუშინ თქვა, ჩვენ ამას თვენახევარია ვაკეთებთ

ამის გამო სამსახურში მცირე ზეიმიც კი გვქონდა იმიტომ, რომ იმას, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ თვენახევარია ვაკეთებთ, აღნიშნა ცერცვაძემ
Sputnik

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. ტრამპი გამოვიდა გუშინ და თქვა, რომ არ დაელოდება FDA-ს ოფიციალურ რეკომენდაციებს და თავის თავზე იღებს მედიკამენტ „პლაქვენილის“ გამოყენებას. რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ამას ჩვენ თვენახევარია ვაკეთებთ, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

თენგიზ ცერცვაძე: არავინ იცის როდის იქნება კორონავირუსის გავრცელების პიკი

ცერცვაძის განცხადებით, ამ პრეპარატს ქართველი ინფექციონისტები კორონავირუსის წინააღმდეგ იყენებენ. ასევე იყენებენ ამ წამალს საფრანგეთში. ტრამპმა ამის შესახებ ბრძანება კი გუშინ გამოსცა.

„გუშინ გამოქვეყნდა საფრანგეთის რეკომენდაციები, რომლებშიც ფრანგები „პლაქვენილს“ ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად ასახელებენ. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვერ დაელოდება FDA-ის ოფიციალურ რეკომენდაციას და ექსპერტების რჩევის საფუძველზე, როგორც პრეზიდენტი, იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ პრეპარატის გამოყენება ლეგიტიმური გახდეს. ამის გამო სამსახურში მცირე ზეიმიც კი გვქონდა იმიტომ, რომ იმას, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ თვენახევარია ვაკეთებთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსოფლიო შუაღამიდან დილამდე: პელე იზოლაციაში, მაროდიორობა ლონდონში – 19-20 მარტის ღამე>>

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 44 შემთხვევა დადასტურდა, ერთი გამოჯანმრთელდა, კარანტინში იმყოფება 1925 ადამიანი, ხოლო სტაციონარში – 271.