COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19: სტრიპტიზ-კლუბები ონლაინ რეჟიმზე გადადიან

ასოციაციის ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ სტრიპტიზ-კლუბებში ყოველდღე ტარდება დეზინფექცია, სანიტარულად მუშავდება ყველა ზედაპირი, მათ შორის ძელები, და სტუმრები თბოვიზორებითაც მოწმდებიან.
Sputnik

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მითითება არ ყოფილა, რუსეთის სტრიპტიზ-კლუბების ასოაციაციის ხელმძღვანელი ლაკი ლი აცხადებს, რომ მოსკოვში მისი კლუბი Golden Girls კორონავირუსის საფრთხის გამო დროებით დაიხურა. 

„ხელისუფლებისგან პირდაპირი მითითება არ ყოფილა, მაგრამ გადავწყვიტეთ, გოგონები დაძაბული გრაფიკისგან დავასვენოთ“, — ამბობს ლაკი ლი.

ამასთან, ასოციაციის ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ სტრიპტიზ-კლუბებში ყოველდღე ტარდება დეზინფექცია, სანიტარულად მუშავდება ყველა ზედაპირი, მათ შორის ძელები, და სტუმრებს თბოვიზორებითაც ამოწმებენ. 

იმ შემთხვევაში, თუ კარანტინი დროში გაიწელება, ასოაციაცია ინტერაქტიულ პლატფორმას მიმართავს, რომელზეც მსურველები ძელზე ცეკვის ხელოვნებით ონლაინ დატკბებიან.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 199 კაცს მიაღწია. აქედან გარდაცვლილია ერთი, გამოჯანმრთელებულია 9 პაციენტი.