საქართველო და თურქეთი პირდაპირ ავიაფრენებს წყვეტენ

თურქეთი კიდევ ერთი ქვეყანა გახდა, რომელთანაც საქართველომ პირდაპირი ავიარეისები შეწყვიტა. მანამდე ავიამიმოსვლა შეჩერდა ირანთან, ჩინეთთან, იტალიასთან და ევროპის რიგ ქვეყნებთან.
Sputnik

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთს შორის 20 მარტიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა. 

საქართველოსა და ბელარუსს შორის ავიამიმოსვლა დროებით შეწყდა

კორონავირუსის გავრცელების საფრთხისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველომ ავიამიმოსვლა რიგ ქვეყნებთან უკვე შეაჩერა, სახმელეთო საზღვარი დაკეტა მეზობელ ქვეყნებთან – რუსეთთან, თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ასევე ქვეყანამ აკრძალა საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის მოქალაქეების შემოსვლა.

თურქეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 14 მარტს უნდა შეწყვეტილიყო, თუმცა ორი ქვეყნის ხელისუფლება ავიამიმოსვლის ერთი კვირით გაგრძელების შესახებ შეთანხმდა.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დაფიქსირებული. თურქეთში კორონავირუსი 359 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისათვის თურქეთში ვირუსის შედეგად ოთხი ადამიანია გარდაცვლილი.