საქართველოსა და ბელარუსს შორის ავიამიმოსვლა დროებით შეწყდა

ავიაკომპანიის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე რეისები არ შესრულდება ორ ქალაქში – თბილისსა და ბათუმში.
Sputnik

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. კომპანია „ბელავიამ“ საქართველოში რეისების შეწყვეტის შესახებ განაცხადა, იუწყება „Sputnik–ბელარუსი“

საიდან ჩამოფრინდებიან თვითმფრინავები საქართველოში 23 მარტს – ფრენების განრიგი

რეისები არ შესრულდება ორ ქალაქში – თბილისსა და ბათუმში. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით იქნა მიღებული.

აქედან გამომდინარე, თბილისში გაუქმდა რეისები: В2 735-736 – 22 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით და В2 741-742 – 20 მარტიდან 28 მარტის პერიოდში.

ასევე გაუქმდა რეისები ბათუმში: B2 737 – 20 მარტიდან 28 მარტამდე და B2 738 – 21 მარტიდან 29 მარტის პერიოდში.  

კომპანია მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე გაეცნონ რეისების გაუქმების შესახებ ინფორმაციებს, რამდენადაც პანდემიის ფონზე ვითარება მუდმივად იცვლება.

ბილეთების გადაცვლას ან თანხის დაბრუნებას ისინი მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე შეძლებენ.