შემოქმედებითი კორონავირუსი: როგორ ხატავენ ახლა გრაფიტის სხვადასხვა ქვეყნებში

Sputnik

უკვე მესამე თვეა მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს. ადამიანები ცდილობენ ებრძოლონ პანდემიას, ვისაც როგორ შეუძლია: ზოგი პანიკის გამო პროდუქტების მარაგს ყიდულობს, ზოგიც უბრალოდ მძიმე პერიოდის გადაგორებას სხვადასხვა სახუმარო ჩელენჯით ცდილობს.

ეპიდემია აისახა ბევრი დიდი ქალაქის იერზეც. თუ ადრე ქუჩებში სხვადასხვანაირ გრაფიტის ხატავდნენ – პოლიტიკაზე და საზოგადოებაზე, ახლა ქუჩის მხატვრობის მთავარ თემად კორონავირუსი იქცა.

ეჭვგარეშეა, ვირუსი COVID-19 მსოფლიო ისტორიაში ადგილს დაიმკვიდრებს.

1 / 7
ნახატი კოლიზეუმის მახლობლად - ფილმი „რომაული არდადეგების“ გმირები კორონავირუსის წინააღმდეგ
2 / 7
რომის ჩაინა-ტაუნის მახლობლად გამოჩნდა ნახატი, რომელიც გაერში ეპიდემიური ვირუსის შესახებ გვაფრთხილებს
3 / 7
ათენში 16 წლის ავტორმა S.F. საცხოვრებელი სახლის სახურავზე დახატა ქალი სამედიცინო ნიღბით - ერთგვარი მოწოდება სიფრთხილისკენ
4 / 7
ბერლინში, პრენცლაუერ-ბერგის რაიონში გამოჩენილი ფრესის ავტორმა ამ ნახატით მოქალაქეების შიშის გამოხატვა სცადა
5 / 7
გრაფიტი სამშენებლო მოედანზე შანხაიში, რომლის მახლობლადაც პირბადიანი ქალი ველოსიპედით გადაადგილდება
6 / 7
ჩვენს დროში ბუდაც კი სარგებლობს სამედიცინო ნიღბით. ამაში გვარწმუნებს ქუჩის მხატვარი მუმბაიდან
7 / 7
პაპი ჯოვანი XXIII-ის სახელობის საავადმყოფოს კედელზე ბერგამოში მხატვარმა დახატა მედდა, რომელსაც ხელში იტალია უჭირავს