ჩიქოვანი: მიუხედავად იმისა, საიდან მოემგზავრებიან ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში

საქართველოში ხვალიდან სრულად შეწყდება საჰაერო მიმოსვლა, ამის შესახებ მთავრობის პრეს-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი საუბრობს.
Sputnik
ჩიქოვანი: მიუხედავად იმისა, საიდან მოემგზავრებიან ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ და არის დაკოორდინირებული საქართველოს მთავრობასთან. აქვე მინდა ხაზი გავუსვა და გაცნობოთ, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში – თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრებიან ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ“, – ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.

ჩიქოვანის განცხადებით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან სიახლოვეს მოეწყობა დამატებითი საკარანტინო შესაძლებლობები, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას, უკეთესად მართოს ვითარება.