სსფ–ს იმედი აქვს, რომ ნაკრების მწვრთნელს ივნისამდე შეინარჩუნებს

ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელობა სლოვაკი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილია და სურს, რომ ერთა ლიგის პლეი–ოფს მასთან ერთად შეხვდეს
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ხელმღვანელობას ნაკრების მთავარ მწვრთნლე ვლადიმირ ვაისთან კონტრაქტის გაგრძელება სურს და იმედოვნებს, რომ სლოვაკი სპეციალისტი ნაკრებს ბელარუსთან მატჩისთვის ამოამზადებს. ამის შესახებ სფფ–ის ვიცე–პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა Facebook–კონფერენციის დროს განაცხადა.

ევრო–2020–ისა და უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალების გადატანაზე გადაწყვეტილება უეფამ 17 მარტს სპეციალურ სხდომაზე მიიღო, რომელიც ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ჩატარდა.

კობიაშვილი: საქართველო–ბელარუსის მატჩის გადადება იდეალური გადაწყვეტილებაა

„ვლადიმირ ვაისთან ხელშეკრულება გვიმთავრდებოდა მარტის ბოლოს. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ვაისის მუშაობით. იმიტომ არის ის ჩვენი ნაკრების მწვრთნელი. კომუნიკაცია გვაქვს ყოველდღიური. ჩვენი მიზანია, რომ ვლადიმირ ვაისთან ერთად შევხვდეთ ივნისის მატჩებს. პროცედურებს სჭირდება დრო, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა იაშვილმა.

ამავე ვიდეოკონფერენციაზე სფფ–ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ უეფაში მიიღეს იდეალური გადაწყვეტილება ერთა ლიგის ნახევარფინალების ივნისში გადატანის შესახებ.

ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2021 წლის ზაფხულში, 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ჩატარდება, ხოლო უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალები, წინასწარი ინფორმაციით, ამა წლის ივნისში – ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

სფფ: საქართველო–ბელარუსის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს გულშემატკივარი არ დაკარგავს>>

ვაისი საქართველოს ნაკრებს სათავეში 2016 წლის მარტში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრები უეფას ერთა ლიგის D–დივიზიონში თავისი ჯგუფის ლიდერი გახდა და ტურნირის ნახევარფინალში ბელარუსთან თამაშის უფლება მოიპოვა. პლეი–ოფის გამარჯვებული ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მიიღებს.