სომხეთის პრემიერმა გიორგი გახარიას დაბადების დღე მიულოცა

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგას გიორგი გახარიას დაბადების დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა
Sputnik

თბილისი, 19 მარტი - Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის ქართველ კოლეგას, გიორგი გახარიას დაბადების დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა და გამოთქვა რწმენა, რომ ქვეყნები  ურთიერთობების თვისობრივად ახალ დონეზე გადასვლას შეძლებენ, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ სომხეთის მინისტრთა კაბინეტის მეთაურის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

საქართველოს პრეზიდენტი დაბადების დღეზე მილოცვებს იღებს, მაგრამ სტუმრებს არ ეპატიჟება

„მიიღეთ ჩემი თბილი მილოცვა და საუკეთესო სურვილები. სომხეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები ტრადიციებზე და მდიდარ ისტორიაზეა დაფუძნებული... დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით  ჩვენ შევძლებთ ორი ქვეყნის პოტენციალის გამოყენებას, რათა ჩვენი თვისობრივად ახალ ეტაპზე გავიდეთ“, - ნათქვამია გზავნილში.

ფაშინიანმა გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახალი მიღწევები უსურვა და წარმატება ყველა პროგრამას, რომლებიც რეგიონის განვითარებასა და სტაბილიზაციაზეა მიმართულ. ქართველ ხალხს კი წარმატებები და აყვავება უსურვა.

ბოლოს ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მარტის დასაწყისში ჩამოვიდა, მანამდე კი ანალოგიური ვიზიტით თბილისში 2018 წლის მაისში იმყოფებოდა.