„დარჩი სახლში“ - გურამ კაშიას სახალისო ვიდეო „ინსტაგრამიდან“

#დარჩისახლში კამპანიას საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშიაც უერთდება და სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.
Sputnik

გამოცემა „სპორტმედიამ“ და ერთა ლიგის C2 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წევრებმა სოციალურ ქსელში წამოიწყეს კამპანია – „დარჩი სახლში“. კამპანია მიზნად ისახავს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ფეხბურთელები აქციაში გამოწვევას ერთმანეთს უგზავნიან და თანამოქალაქეებს ურჩევენ, სახლში დარჩნენ.