COVID-19 - ბოლო ცნობები

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 115–ს მიაღწია

ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ფასდება. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი.
Sputnik

 

თბილისი,  19 მარტი – Sptutnik.  სომხეთში 19 მარტის დილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება "Sputnik სომხეთი"

რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სომხეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 115–ს მიაღწია.

ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ფასდება. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 1 მარტს დაფიქსირდა.