როგორ ერთობიან კარანტინში მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები - ფოტო

Sputnik

იტალიელებმა სოციალური ქსელების საშუალებით დაგეგმეს მუსიკალური ფლეშმობი, რომელიც კარანტინის ფონზე სხვადასხვა ქალაქების მოსახლეობის გაერთიანებისათვის ჩაიფიქრეს

ფლეშმობში, იტალიელების გარდა, მონაწილეობა მიიღეს ესპანელებმა, გერმანელებმა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსი COVID-19-ის პანდემიის შესახებ გააკეთა განცხადება. ჯანმოს გენერალური დირექტორი თედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ინფექციის გავრცელების ეპიცენტრმა ჩინეთიდან ევროპაში გადაინაცვლა.

იტალიის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო ზომები მიიღო. მოქალაქეებს აკრძალული აქვთ გადაადგილება დასახლებულ პუნქტებს შორის და ქუჩაში გადაადგილება განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე. დაკეტილია ყველა სკოლა და სასწავლო დაწესებულება, კინოები, თეატრები, მუზეუმები, სპორტული კომპლექსები, აკრძალულია ქვეყანაში ტურისტების შესვლა.

1 / 12
ევროპაში მუსიკალური ფლეშმობი გაიმართა, რომლის მიზანიც კარანტინის ფონზე სხვადასხვა ქალაქების მკვიდრების გაერთიანება იყო
2 / 12
„გავაღოთ ფანჯრები, გამოვიდეთ აივნებზე და ერთად დავუკრათ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან შორს ვართ“, - მოუწოდეს ორგანიზატორებმა
3 / 12
უჩვეულო ფლეშმობი ბევრს მოეწონა. მართლაც, რატომაც არა?!
4 / 12
აქციას შეუერთდა მამაკაცი ბერლინიდან, რომელმაც ვიოლინოზე დაუკრა საკუთრ აივანზე
5 / 12
მუსიკის ხმა ყველა მხრიდან ისმოდა: ბიჭი უკრავს საქსაფონზე კარანტინის დროს მილანში
6 / 12
თუმცა მილანის ყველა მკვიდრი მუსიკალური არ აღმოჩნდა
7 / 12
ზოგიერთი მათგანი უბრალოდ ღვინოს მიირთმევდა აივანზე
8 / 12
მადრიდის პლასა-მაიორის მოედანზე, ერთ-ერთი შენობის სახურავზე მარტოდმარტო მჯდომი გოგონა
9 / 12
ხოლო ერაყელმა ოსამა ჰუსეინმა ვარჯიში გადაწყვიტა
10 / 12
ახალ ორლეანში ტურისტები კოქტეილებს მიირთმევენ
11 / 12
გასაკვირია, რომ ასეთ რთულ დროსაც კი ადამიანები ცდილობენ პოზიტიური განწყობა შეინარჩუნონ და შექმნილი ვითარება სასიკეთოდ გამოიყენონ
12 / 12
ქალი მღერის აივანზე რომში