ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა ორშაბათს, დილით ზვავსაშიშროების გამო აიკრძალა.
Sputnik

თბილისი,  19 მარტი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი. 

ზემო ლარსი დღეს: ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

მლეთა–გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე შეზღუდვები ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ოთხშაბათს, საღამოს დაწესდა.

ტრანსპორტის მოძრაობა ჯერ კიდევ აკრძალულია მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის და დარიალი-ლარსის (126-137) მონაკვეთებზე.

რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა ორშაბათს, დილით ზვავსაშიშროების გამო აიკრძალა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა დღეისათვის საქართველოს და სომხეთის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზაა. „ყაზბეგი–ზემო ლარსის" საბაჟო-გამშვები პუნქტი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის საზღვარზე.