თოვლი, წვიმა და ნისლი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

თოვლი მაღალ მთაში, მცირე წვიმა სანაპიროზე და ცვალებადი ამინდი დედაქალაქში - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში მოსალოდნელია მოღრუბლული და ცივი ამინდი, ასეთია მონაცემები, რომლებიც გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ნანატრი თოვლი გაზაფხულზე >>

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით ტემპერატურა მინუს 3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი პლუს 14 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ღამით მინუს 1 გრადუსი ყინვა იქნება, დღისით აქაც პლუს 14 გრადუსი იქნება.

წვიმა, თოვლი და ქარბუქი: საქართველოში აცივდება

მთაში მოსალოდნელია თოვლი და ნისლი.

ყაზბეგში ხუთშაბათს მოსალოდნელია თოვლი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება მინუს 4 გრადუსი, დღისით კი პლუს 4 გრადუსი იქნება. პარასკევს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება - ღამით მინუს 4 გრადუსი, დღისით 3 გრადუსი სითბო იქნება.

მესტიაში უახლოეს დღეებში მოსალოდნელია თოვლი და ყინვა - ღამით ტემპერატურა მინუს 4 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი პლუს 4 გრადუსი იქნება.

ბათუმში უახლოეს დღეებში უნალექო ამინდი იქნება - ღამით იქნება პლუს 5 გრადუსი, დღისით - პლუს 8 გრადუსი.

უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია თბილისშიც - ღამით იქნება პლუს 1 გრადუსი, დღისით - 13 გრადუსი სითბო.