თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მოსამართლე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა დაამტკიცა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის აგვისტოდან ვაკანტურია. სასამართლოს წინა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
ქადაგიძის კანდიდატურას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. საპარლამენტო ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
2019 წლის 12 დეკემბერს ქადაგიძე პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა. ის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა.
მანამდე ქადაგიძე ექვსი წლის განმავლობაში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და კიდევ 10 წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.