COVID-19 - ბოლო ცნობები

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 45-ს მიაღწია

სომხეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ახლა ამ საკითხს პარლამენტში განიხილავენ
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სომხეთში კორონავირუსით დაავადების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

„კორონავირუსით დაავადების კიდევ 15 შემთხვევა დადასტურდა. რამდენიმე მოქალაქე უკვე იზოლირებული იყო, ახლა დგინდება მათი ბოლოდროინდელი კონტაქტების წრე. ჯამში 45 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, ერთ-ერთი პაციენტი განიკურნა“, - დაწერა საკუთარ Facebook-გვერდზე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა.

საგარეო უწყება უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის საჭირო ინფორმაციას ავრცელებს

მანამდე სომხეთში კორონავირუსით დაავადების 30 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. რამდენიმე საათია ამ საკითხს პარლამენტში განიხილავენ.

16 მარტს 18:00 საათის მდგომარეობით მთელს მსოფლიოში 173 551 შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ 153 ქვეყანაში 92 474 შემთხვევაა რეგისტრირებული.