თბილისი, 17 მარტი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა ფოტოგრაფმა დავით გიორგაძემ მსოფლიოში ცნობილი მოდელი კენდალ ჯენერი გადაიღო ბრიტანული ბრენდის Burberry-სთვის.
ფოტომასალიდან ერთი კადრი თავად ფოტოგრაფმა გამოაქვეყნა. ნამუშევარი რაც შეიძლება მინიმალისტურად გაკეთდა, აქცენტი კეთდება ბრენდის ტანსაცმელზე. როგორც ჩანს, ფოტოგრაფი აქამდე მუშაობდა ცნობილ მოდელ ჯიჯი ჰადიდთანაც, რადგან ფოტო იმავე სერიიდანაა. ფოტო ბრენდის გვერდზეა.
ქართველი ფოტოგრაფის ფოტოობიექტივში მანამდე უკვე ბევრი ვარსკვლავი მოხვდა – პოპულარული ამერიკელი მსახიობი ტიმოთი შალომი, მსოფლიოში ცნობილი მოდელი ბელა ჰადიდი, ამერიკელი მხატვარი The Weeknd და სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი გვენდოლინ კრისტი.
დავით გიორგაძე ბერლინში მოღვაწეობს, თუმცა ქართულ ბრენდებთანაც ხშირად თანამშრომლობს. „დავითი ცნობილია ფოტოგრაფიისა და კოლაჟების ნახატებთან და სკულპტურებთან კომბინირებით. მისი შემოქმედება პერსონაჟების შესწავლას ეფუძნება. ის იკვლევს მათ კულტურასა და სენსიტივებს, აძლევს ხმას და ხილვადობას ანიჭებს პერსონებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია”, – ვკითხულობთ ბრიტანული მოდის საბჭოს ოფიციალურ საიტზე.
დავით გიორგაძის შემოქმედებას შეგიძლიათ მისი „ინსტაგრამის“ გვერდით, ან ოფიციალური საიტის საშუალებით გაეცნოთ.