„ბიბლიოთეკასთან ყოველდღე 5 ახალი წიგნი იდება, წაიღეთ და ნუ დააბრუნებთ“ – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკა კორონავირუსთან დაკავშირებით მკითხველს საჩუქარს უკეთებს და მას ყოველდღე ახალ წიგნებს აჩუქებს.
Sputnik

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აცხადებს, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ყოველდღე დაიდება 5 წიგნი, რომლის წაღებაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და შეუძლიათ ის უკან არც დააბრუნონ.

კორონავირუსის გამო საქართველოში ელექტრონული ბიბლიოთეკებით სარგებლობა უფასო გახდა

„ბოდიში, რომ შესაბამისად ვერ გემსახურებით, მაგრამ დღეიდან ყოველდღე, დილის 10:00 საათზე ბიბლიოთეკის შესასვლელთან (გუდიაშვილის 7) ამ წიგნის სახლუკაში თქვენ ხუთი ახალი, გამოუყენებელი წიგნი დაგხვდებათ ეკვილიბრიუმის ფონდიდან, წაიღეთ და ნუ დააბრუნებთ. იკითხეთ სახლში. მადლობა თქვენ მოთმინებისთვის! მადლობა ექიმებს გამძლეობისთვის! კორონა წავა მალე!“ – წერს გიორგი კეკელიძე.

ამ მომენტისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 34-ია. სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, კარანტინში მყოფ მოქალაქეთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა – ამჟამად კარანტინში 1008 ადამიანი იმყოფება.

„გამოწვევა საკმაოდ სერიოზულია და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი თავის, ისე საზოგადოების წინაშე“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.