ნანატრი თოვლი გაზაფხულზე

თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები დღეს სასიამოვნო მოულოდნელობამ გააოცა – თოვლი დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოვიდა.
Sputnik

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. „დედა, თოვლი!“ – თბილისმა დღეს თოვლის ფიფქების ფონზე გაიღვიძა. ალბათ ჯერ კიდევ გუშინ არცთუ ბევრ ადამიანს სჯეროდა, თუ გამართლდებოდა სინოპტიკოსების პროგნოზი – რომ 17 მარტს დედაქალაქში თოვლი მოვიდოდა. 

ნანატრი თოვლი გაზაფხულზე

დილით დედაქალაქი თეთრად გადაიპენტა, რამაც არა მარტო ბავშვები, ზრდასრული ადამიანებიც გაახარა. 

ნანატრი თოვლი გაზაფხულზე

სინოპტიკოსების პროგნოზით, ოთხშაბათს დედაქალაქში ნალექი და სიცივეა მოსალოდნელი – ჰაერის ტემპერატურა პლუს 2 გრადუსი იქნება.