ყვითელი ამბები

„ჩემი მომავალი პიანისტი“ – ბერა ივანიშვილი ბერუკასთან ერთად როიალზე კომპოზიციას ასრულებს

პატარა ბერუკა მუსიკალური ბიჭი აღმოჩნდა. ნახეთ, მამის მიერ შესრულებულ კომპოზიციაზე როგორ რეაგირებს რეპერის უსაყვარლესი ვაჟი...
Sputnik

პატარა ბერუკას მუსიკა მამამ უკვე შეაყვარა. ახალგაზრდა კომპოზიტორი და შემსრულებელი ვაჟთან ერთად როიალზე უკრავს. ბერუკას თითების რიტმულმა მოძრაობამ ბერა ივანიშვილს ახალი იდეისკენ უბიძგა. ცნობილი პოლიტიკოსის ვაჟმა სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ვაჟიშვილთან ერთად გადაღებული მორიგი უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა. აი, რას წერს ახალბედა მამა – „ჩემი მომავალი პიანისტი, მის თითებს დააკვირდით“.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახში პატარა ბერუკა 2019 წლის 29 ნოემბერს გაჩნდა. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ შვილს სახელი მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს. ბერ (ბერ-ა) + უკა (ნან-უკა). ცოტა ხნის წინ ბერამ და ნანუკამ Instagram-ზე ახალშობილის უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ სახლში იმშობიარა და მშობიარობას ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ა­ნი ესწრებოდა სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან.

კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას სიმღერებს უძღვნიდა, ახლა კი მისი კომპოზიციები ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ. სოციალურ ქსელში ცოლ-ქმარი დიდი აქტიურობითა და პოპულარობით გამოირჩევა. „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ირიცხება. „ქართული ოცნების“ ლიდერს ოთხი შვილი ჰყავს. მათ შორის საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი ბერა ივანიშვილია.