საშიში გაქცეულები

საქართველოს პოლიციის თანამშრომლები ბოლო დღეების განმავლობაში რეგულარულად აკავებენ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ თვითიზოლაციის რეჟიმს იმ ქვეყნებიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც კორონავირუსის გამო კრიტიკული სიტუაციაა.
Sputnik

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო. რისკის ჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან დაბრუნებულ ადამიანებს არ სურთ სახლში ჯდომა. მათ არ ესმით, რომ ისინი ინფექციის გადადების საფრთხეს უქმნიან ირგვლივ მყოფებს, ვინაიდან დაინფიცირების შემთხვევაში პირველი დღეების განმავლობაში ადამიანს სიმპტომები არ აღენიშნება. პოლიცია და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები მათ სავალდებულო კარანტინში ათავსებენ 14 დღით.