ყვითელი ამბები

სალომე ზურაბიშვილის პირადი დიზაინერი კარანტინში გადაიყვანეს

ამ დროისათვის ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 33-ს აღწევს და მთავარი ამოცანაა – არ მოხდეს ვირუსის მასობრივი გავრცელება.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. პარიზი–თბილისის ავიარეისით 13 მარტს ჩამოყვანილი მგზავრები აეროპორტიდან პირდაპირ კარანტინში გადაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ მათ შორის იმყოფება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირადი დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძეც.

ინფორმაცია ამის თაობაზე დიზაინერის „ინსტაგრამის“ გვერდიდან გახდა ცნობილი. ქეთი ჩხიკვაძე საფრანგეთში სამუშაოდ და საცხოვრებლად შემოდგომაზე წავიდა, ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მისმა შვილმა საფრანგეთის სასწავლებელში ჩააბარა.

საფრანგეთიდან ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაშია ცნობილი ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი მარიამ გეგუჩაძეც. ასევე ჟურნალისტ ეკა ხოფერიას ესპანეთიდან დაბრუნებული შვილი ანანო ლევიძეც.

ამ დროისათვის ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 33-ს აღწევს.