COVID-19 - ბოლო ცნობები

კეთილი საქმე ფეიკი აღმოჩნდა: რონალდუს ოტელები საავადმყოფოებად არ გადაკეთდება

მანამდე ესპანურმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი საკუთარ ოტელებს კორონავირუსით ინფიცირებული ადამინებისთვის საავადმყოფოებს გადასცემდა.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სასტუმროები, რომლებიც პორტუგალიელ ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის, COVID-19-ის ინფიცირებულებისთვის საავადმყოფოებად არ გადაკეთდება, იუწყება მსოფლიო მედია. 

ინფიცირებული მეგობრის სახელზე: რონალდუმ COVID 19-ით დაავადებულებს საკუთარი ოტელები დაუთმო

მანამდე ესპანური გამოცემა Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლისაბონსა და ფუნშალში არსებული რონალდუს კუთვნილი ოტელები კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებისთვის სამედიცინო დაწესებულების ფუნქციებს შეასრულებდა, და რომ ფეხბურთელი ასევე თავად დაფარავდა მედპერსონალის ხელფასებს, ფეიკი აღმოჩნდა.  

მოგვიანებით გამოცემამ საიტიდან ეს ინფორმაცია აიღო, ხოლო სასტუმროების ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ „ოტელები საავადმყოფოებად არ გადაკეთდება“.   

დღევანდელი მონაცემებით, პორტუგალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 245 ადამიანს აღწევს, განიკურნა 2, ქვეყანაში არც ერთი გარდაცვლილი არ არის. 

ამ მომენტისთვის მსოფლიოს 148 ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულია 169 387 ადამიანი, გარდაცვლილია 6 513 და განკურნებულია 77 257 კაცი.