COVID-19 - ბოლო ცნობები

განურჩევლად ჩინისა და რანგისა: COVID-19-ით ინფიცირებული ცნობილი ადამიანები

Sputnik

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის მსოფლიოს 148 ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულია 169 387 ადამიანი, გარდაცვლილია 6 513 და განკურნებულია 77 257 კაცი.

1 / 12
მსახიობი ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე რიტა უილსონი ავსტრალიაში მოგზაურობის დროს დასნებოვდნენ. წყვილი ამ დროისათვის იზოლაციაშია
2 / 12
კანადის პრემიერ–მინისტრი ჯასტინ ტრიუდო თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდა და შინიდან მუშაობს მას შემდეგ, რაც ბრიტანეთიდან დაბრუნებულ მის მეუღლეს, სოფის, ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა. მოგვიანებით ტრიუდომ განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს
3 / 12
რაც შეეხება სოფი ტრიუდოს, ექიმებმა მას COVID 19–ის დიაგნოზი დაუსვეს
4 / 12
ლონდონური საფეხბურთო კლუბის, „არსენალის“ მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას COVID 19 დაუდგინდა. მასთან კონტაქტში მყოფი კლუბის პერსონალი მთლიანად თვითიზოლაციაშია
5 / 12
ლონდონური „ჩელსის“ ნახევარმცველი კალუმ ჰადსონ–ოდოი პირველი ცნობილი ფეხბურთელია, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა. თუმცა კლუბში ჯერჯერობით მაინც კარანტინი მოქმედებს
6 / 12
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნადინ დორისი პირველი პარლამენტარია ქვეყანაში, რომელიც ახალი კორონავირუსით დაავადდა. ის ახლა თვითიზოლაციაშია
7 / 12
ესპანელი მინისტრი ქალი ირენე მონტერო და მისი მეუღლე, ქვეყნის ვიცე–პრემიერი და პარტია Unidas Podemos–ის ლიდერი პაბლო იგლესიასი ასევე კარანტინზე არიან კორონავირუსის გამო
8 / 12
კორონავირუსით ინფიცირებულმა კალათბურთელმა რუდი გობერმა („იუტა“) მოუწოდა ფანატებს, ხშირად დაიბანონ ხელები საპნით, არ შეეხონ სახეს და თავი აარიდონ ზედმეტ კონტაქტებს
9 / 12
ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრი პიტერ დატონი აშშ-დან დაბრუნების შემდეგ გადაიყვანეს ჰოსპიტალში. „დილით სიცხიანმა გავიღვიძე ყელის ტკივილით. დაუყოვნებლივ დავუკავშირდი ქვისლენდის ჯანდაცვის სამინისტროს და გავიარე ტესტი COVID-19–ზე. მაცნობეს, რომ ტესტის პასუხი დადებითია“, — განაცხადა დატონმა
10 / 12
მას შემდეგ, რაც „იუვენტუსის“ მცველ დანიელე რუგანის კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა, თვითიზოლაციის რეჟიმზე 121 ადამიანი გადავიდა: ფეხბურთელები, მწვრთნელები და კლუბის თანამშრომლები
11 / 12
კორონავირუსული ინფექციით უკვე კვირაზე მეტია ავადმყოფობს უკრაინული წარმოშობის ფრანგი მსახიობი და მოდელი, „ბონდის ქალი“ ოლგა კურილენკო
12 / 12
იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ნიკოლა ძინგარეტიმ COVID-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. „თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ უახლოეს დღეებში შინ დავრჩები“, - დაწერა პოლიტიკოსმა Facebook-ზე.