COVID-19 - ბოლო ცნობები

ევროკავშირი უცხოელებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს

ევროპაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება, რის გამოც ქვეყნები საზღვრებს კეტავენ და ავიამიმოსვლას ზღუდავენ
Sputnik

თბილისი, 16 მარტი - Sputnik. ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს ურჩევს, 30 დღით შეზღუდონ უცხოელების შესვლა, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა.

„ევროკომისია წარმოადგენს თავის პრინციპებს სასაზღვრო ზომებთან დაკავშირებით და ევროკავშირში არამნიშვნელოვან მგზავრობაზე დროებითი შეზღუდვების დაწესების წინადადებით გამოდის“, - დაწერა მან Twitter-ზე.

ინფიცირებულთა მდგომარეობა - ბოლო მონაცემები თენგიზ ცერცვაძისგან

მისი თქმით, შეზღუდვა 30 დღით გაგრძელდება.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, საზღვრები ჩაკეტოს. შეზღუდვა არ იმოქმედებს იმ ფინელებისთვის, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან, და მათთვის, ვინც ფინეთში ცხოვრობს და მუშაობს.

ავსტრიამ, უნგრეთმა, ჩეხეთმა, დანიამ, პოლონეთმა, ლიეტუვამ, გერმანიამ და შვეიცარიამ ევროკომისიას უკვე აცნობეს, რომ საზღვრებზე კონტროლს დააწესებდნენ. ის შეიძლება დაწესდეს დაუყოვნებლივ, ათი დღის ვადით და გაგრძელდეს მაქსიმუმ ორი თვით.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 170 ათასი შემთხვევაა დარეგისტრირებული. მათგან 81 ათასი - ჩინეთში, 89 ათასი - მის ფარგლებს გარეთ. ინფექციამ 133 ქვეყანაში შეაღწია. ვირუსით გარდაიცვალა 6,5 ათასი ადამიანი.