მსოფლიო დღეს

მადრიდი ტაშს უკრავს COVID-19-თან მებრძოლ ექიმებს: ვრცელდება ემოციური ვიდეო

სოციალური ქსელებით გავრცელებულ კადრებში ისმის შეძახილები – ​„გაუმარჯოთ ექიმებს!“ „გაუმარჯოს ესპანეთს!“
Sputnik

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. მადრიდელებმა კვირა საღამოს ოვაციები მოუწყვეს ექიმებს, რომლებიც შესაძლებლობების ზღვარზე ებრძვიან COVID-19-ის პანდემიას.

შაბამისი ვიდეოები სოციალური ქსელებით ვრცელდება.

​„გაუმარჯოთ ექიმებს!“ „გაუმარჯის ესპანეთს!“ – ისმის შეძახილები კადრებში.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ინფორმაციით, ამ დროისათვის ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 844 ადამიანს აღწევს. აქედან გარდაცვლილია 292 და გამოჯანმრთელებულია 517 პაციენტი.