COVID-19 - ბოლო ცნობები

მიუნხენში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

პაციენტი არ ექვემდებარება სტაციონალურ მკურნალობას და არის გერმანელი მედიკოსების მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ.
Sputnik

თბილისი, 15 მარტი - Sputnik. გერმანიის ქალაქ მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ინფიცირებულ მოქალაქეს ვირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება. იგი არ ექვემდებარება სტაციონალურ მკურნალობას და არის გერმანელი მედიკოსების მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ.

„საქართველოს მოქალაქეს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია გერმანელ მედიკოსებთან, რომლებმაც მიუთითეს მკურნალობის მეთოდოლოგია მისი მდგომარეობის გათვალისწინებით. საკონსულო მუდმივად რჩება მასთან კონტაქტზე და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩენს საჭირო დახმარებას“ - განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 15 მარტისთვის

უწყების ცნობით, აღნიშნულ მოქალაქეს, გერმანელი მედიკოსების ინფორმაციით, აქვს ვირუსის მსუბუქი ფორმა. იგი არ ექვემდებარება სტაციონალურ მკურნალობას და მკურნალობას გადის ადგილზე გერმანელი მედიკოსების მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ.

საქართველოს მთავრობა მთელი ძალით ცდილობს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთას – მიღებული ზომების ჩამონათვალი დღითი დღე იზრდება. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 30-ს აღწევს და მთავარი ამოცანაა – არ მოხდეს ვირუსის მასობრივი გავრცელება. ძირითადი აქცენტი თავად მოსახლეობის მობილიზაციაზე გადადის.