მეუფე შიო: „რაღაცას გვეუბნება უფალი ამით და ამაზე უნდა დავფიქრდეთ“

მეუფე შიო განმარტავს, რომ წმინდა მამების სწავლებით, ყველა სნეულება მწარე გაკვეთილია, რაც კი ცხოვრებაში ხდება, უფლის დაშვებით ხდება
Sputnik

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებაზე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრე მეუფე შიომ სინანულისა და განსაცდელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, რასაც ჩვენს თავზე დაუდევრობით და უგუნურებით მოვიწევთ, ეს ან უფლის ნებით ხდება, ან უფლის დაშვებით.

საპატრიარქო მრევლს რჩევებით მიმართავს: ხშირად გამოიყენეთ ნაკურთხი წყალი, ილოცეთ

„უფლისთვის მთავარი ჩვენი გარეგანი მოქმედება კი არ არის, არამედ ის, თუ შინაგანად როგორ ვიცვლებით. ახლა, ვირუსის გამო ჩვენ უმძიმესი პერიოდი გვაქვს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში. წმინდა მამების სწავლებით, ყველა სნეულება მწარე გაკვეთილია, რაც კი ცხოვრებაში ხდება, უფლის დაშვებით ხდება, რომ ადამიანი გონს მოვიდეს. რაღაცას გვეუბნება უფალი ამით და ამაზე უნდა დავფიქრდეთ“, - განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 ადამიანს მიაღწია, მათ შორი ოთხი არასრულწლოვანია, კარანტინის რეჟიმშია 439, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64 ადამიანი.