ზუგდიდში 35 წლის მამაკაცი დაჭრეს: დამნაშავე დაკავებულია

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 15 მარტი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამეგრელოში 55 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ზუგდიდში მოხდა. ირკვევა, რომ გ.ჩ.-მ ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრა 35 წლის მამაკაცი. ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.