თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ძლიერი სიცხითა და ტენიანობით გამოწვეული სითბური სტრესი, რასაც ხელს უწყობს სათბური გაზების გამოფრქვევა, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს შეეხება.
ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ აშშ–ის რატგერის უნივერსიტეტის მკვლევარები, რის შესახებაც სტატიას Phys.org–ი აქვეყნებს.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თუ გლობალური ტემპერატურა ინდუსტრიამდელ ეპოქაში არსებულთან შედარებით მოიმატებს:
- 1,5 გრადუსით - ექსტრემალური სიცხე იმ რაიონებს შეეხება, რომლებშიც ახლა 500 მლნ ადამიანი სახლობს;
- თუ ამ მაჩვენებელმა ორ გრადუსამდე აიწია, მაშინ 8-00 მლნ კაცი დაზარალდება;
- ხოლო 3 გადუსით მომატების შემთხვევაში, სითბური სტრესი 1,2 მლრდ ადამიანს დააზარალებს.
ამასთან ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ პლანეტა უკვე 1,2 გრადუსით მეტად გახურდა XIX საუკუნის ბოლოსთან შედარებით.