მსოფლიო დღეს

ინფიცირებული მეგობრის სახელზე: რონალდუმ COVID 19-ით დაავადებულებს საკუთარი ოტელები დაუთმო

რონალდუმ COVID 19-თან ბრძოლაში წვლილის შეტანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მის მეგობარსა და პარტნიორს „ იუვენტუდისან“, დანიელე რუგანის კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ცნობილმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიაში არსებული საკუთარი ოტელები საავადმყოფოებს გადასცა, რათა მათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები განათავსონ, იუწყება მედია. 

​მანამდე Marca–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავად ფეხბურთელი ამ დროისათვის მადეირაზეა და იქ საკუთარ სახლშია კარანტინში.

რონალდუმ COVID 19-თან ბრძოლაში წვლილის შეტანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მის მეგობარსა და პარტნიორს „ იუვენტუდისან“, დანიელე რუგანის კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

ამასთან, სახელგანთქმული ფეხბურთელი მზადაა, თავად გაიღოს ყველა საჭირო თანხა იმ მედპერსონალის გასამრჯელოს ასანაზღაურებლად, რომლებიც საავადმყოფოებად გადაკეთებულ ოტელებში იმუშავებენ.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის პორტუგალიაში COVID 19–ით 169 ადამიანია ინფიცირებული. არავინ გარდაცვლილა, გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი.