საქართველოში კორონავისუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33–მდე გაიზარდა

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში – 427 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 73.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი – Sputnik.  საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა დადასტურდა, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge–ზეა განთავსებული. 

ჩაგვრთეთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძებებში: „წითელი ჯვარი“ განცხადებას ავრცელებს

როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ქვეყანაში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 637 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

ამ დროისათვის მსოფლიოს 142 ქვეყანაში კორონავირუს COVID 19–ით ინფიცირებულია 156 400 ადამიანი. აქედან გარდაცვლილია 5 833 და განკურნებულია 73 968 პაციენტი.

ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24–საათიან  საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.