ლელა მებურიშვილი: ამან ძალიან გამიადვილა ცხოვრება
© Sputnik
„ჩემი მეგობრები იხსენებენ, რომ ბავშვობაში სულ იგონებდით რაღაცასო. სკოლაში ტირილს დაიწყებდი ვითომ შენი ძმა ცუდად გახდაო. მერე გაგათავისუფლებდნენ და ასე იპარებოდით შატალოზეო. მახსოვს, რომ ყოველ დღე ჩემი ძმა იგონებდა, რომ ვითომ თავი ან ფეხი ტკიოდა. ჩვენ ჩავდიოდით ექიმთან, რომელსაც ვთხოვდი, რომ ჩემს ძმას მარტო ვერ გავუშვებ მეთქი, ამიტომ მეც თან მივყვებოდი. მე და ჩემი ტყუპის ცალი ძმა ერთმანეთს ძალიან ბევრ რაღაცაში ვგავართ. შეიძლება უცებ დამირეკოს და მკითხოს: რა ხდება? ამ დროს მართლა რაღაც ხდებოდეს. როცა პირველად ვნახე როგორ მშობიარობს ქალი, ამან იმდენად მძაფრად იმოქმედა ჩემზე, რომ მთელი ღამე ვტიროდი. დედას ვეუბნებოდი: მეც ასე უნდა ვიმშობიარო მეთქი? მაშინ მან მითხრა: შენ თუ გინდა გააჩენ ბავშვს თუ გინდა არ გააჩენო. ახლაც მახსოვს მაშინ როგორ მომეშვა.“- ამბობს ლელა მებურიშვილი სატელევიზიო გადაცემაში.
მსახიობი ლელა მებურიშვილი ამბობს: „ძალიან კარგი პროფესია მაქვს რადგან რაღაცეები რაც შეიძლება, რომ ცხოვრებაში არ განიცადო, სცენაზე კი სხვა კუთხით და უფრო მრავალხმრივად დაინახო და განიცადო. ეს პროფესიაც ამიტომ ავირჩიე.“