COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID 19 განკურნებულ პაციენტებში მძიმე კვალს ტოვებს: ჩინელი მედიკოსების უახლესი დასკვნა

ჩინელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტებზე დაკვირვების შედეგები და დაასახელეს ის გართულებები, რომლებიც შესაძლოა რჩებოდეს მათ ორგანიზმში
Sputnik

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტებს შესაძლოა ფილტვების ფუნქცია გაუუარესდეთ და იგრძნონ ხუთვა სწრაფი სიარულისას, აცხადებენ ჰონკონგის საავადმყოფოების სამმართველოში. 

COVID 19: შესაძლოა ბავშვი ინფიცირებული იყოს, მაგრამ ანალიზმა არ აჩვენოს - ბოლო კვლევა

მედიკოსების დასკვნა ეფუძნება 12 განკურნებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევას. როგორც როგორც ინფექციურ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი ოუენ ცზენი აღნიშნავს, ორ-სამ ადამიანს დაუქვეითდა უნარი, აკეთონ ის, რასაც მანამდე აკეთებდნენ.

„ისინი იხუთებიან სწრაფი სიარულისას, ზოგ პაციენტს ფილტვების ფუნქციის 20-30 პროცენტით დაქვეითება აღენიშნება“, — ციტირებს ექიმის სიტყვებს გამოცემა South China Morning Post-ი.

ცზენის თქმით, განკურნებული პაციენტები შემდგომ კვლევას გაივლიან და ფილტვების გასამაგრებლად ფიზიოთერაპია დაენიშნებათ.  

გარდა ამისა, ცხრა პაციენტის ფილტვების ტომოგრაფიით გამოვლინდა „დაბურული მინის“ სინდრომის მსგავსი ნიშნები, რაც შენაგანი ორგანოების დაზიანებაზე მეტყველებს. 

COVID-19 და ორსულები: ბრიტანელი მეცნიერები სენსაციურ ფაქტებს აქვეყნებენ>>

ამასთან ოუენ ცზენი განმარტავს, რომ ჯერ კიდევ შესასწავლია, რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს კორონავირუსით დაავადების გავლენა ფილტვებზე. მაგალითად, სპეციალისტები აპირებენ გამოიკვლიონ, შეუძლია თუ არა COVID-19-ს, ხელი შეუწყოს ფილტვების ფიბროზის განვითარებას.

ექიმი ურჩევს გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, შეასრულონ ვარჯიშები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მასტიმულირებელი ვარჯიშები, მაგალითად, დაკავდნენ ცურვით, რათა დაეხმარნენ ფილტვებს ფუნქციების აღდგენაში.