მსოფლიო დღეს

COVID 19: დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - LIVE

​ამერიკის ლიდერმა განმარტა, რომ ეს ნაბიჯი შესაძლებელს გახდის, გამოიყოს COVID 19-თან ბრძოლისთვის დაახლოებით 50 მლრდ დოლარი. 
Sputnik

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე საგანგებო ვითარება გამოაცხადა ქვეყანაში კრონავირუსის გავრცელების გამო. 

​​​ამერიკის ლიდერმა განმარტა, რომ ეს ნაბიჯი შესაძლებელს გახდის, გამოიყოს COVID 19-თან ბრძოლისთვის დაახლოებით 50 მლრდ დოლარი. 

ამასთან, საგანგებო ვითარების გამოცხადება უფლებას მისხემს ადმინისტრაციას, ოპერატიულად გადაანაწილოს რესურსები ახალი ტიპის კორონავირუსთან საბრძოლველად ყველა შტატზე. მანამდე საგანგებო რეჟიმი უკვე მოქმედება რამდენიმე შტატში.

„პანდემიის ეპიცენტრი ახლა ევროპაა“ - ჯანმოს გენერალური დირექტორის განცხადება>>

აშშ-ის ხელისუფლება განაგრძობს ქვეყანაში სასწავლო დაწესებულებების დახურვას და აკრძალევსბ აწესებს მსხვილი ღონისძიებებისა და შეკრებების ჩატარებაზე. ამასთან, გასცემს რეკომენდაციებს, რომ კონფერენციები ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს. 

ამ დროისთვის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, აშშ-ში COVID 19-ის 1 268 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გარდაიცვალა 33 და გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი.