ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 16 მარტს

საქართველოს დედაქალაქში აცივდება – ორშაბათს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა რვა გრადუსამდე დაიწევს.
Sputnik

 

თბილისი, 14 მარტი - Sputnik.  სინოპტიკოსები თბილისში ორშაბათს, 16 მარტს წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 07:10 საათზე ამოვა და 19:09 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +8 გრადუსია ნავარაუდევი, დღისითაც მაქსიმალური ტემპერატურა 8 გრადუსი იქნება. ღამით მოსალოდნელია სუსტი ქარი.