სამების ტაძარში კორონავირუსის წინააღმდეგ დეზინფექცია ჩაატარეს - ვიდეო

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შაბათს კორონავირუსის წინააღდეგ დეზინფექცია ჩაატარეს. დაწვრილებით - იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში
Sputnik

სამების ტაძარში დეზინფექცია ჩატარდა, რათა კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეეშალოს. ამავდროულად საქართველოს საპატრიარქომ რიგით 63-ე საყოველთაო ნათლობაზე რეგისტრაცია დაიწყო.

ნათლობა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პერიოდში ჩატარდება, თუმცა საპატრიარქო ამ ეტაპზე არ განუცხადებია, იქნება თუ არა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიღებული. აქამდე ქართული ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ახალი ვირუსის გამო არ აპირებენ უარი თქვან საეკლესიო რიტუალებზე.

თუმცა ბოლო დღეებში საპატრიარქომ მზადყოფნა გამოთქვა ეკლესიებში დეზინფექციის ჩატარებაზე. გამოჩნდა ორგანიზაცია, რომელიც სადეზინფექციო სამუშაოებს უსასყიდლოდ ჩაატარებს.