COVID-19 - ბოლო ცნობები

ქვეყანა „წითელ ზონაში“: როგორ ამხნევებენ იტალიელები ერთმანეთს - ვრცელდება ვიდეო

ტემპერამენტიანი და მოუსვენარი იტალიელებიც იძულებულები არიან, დაემორჩილნენ წესებს და სახლებში ისხდნენ, თუმცა გამოსავალი მაინც მონახეს
Sputnik

კორონავირუსით ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის გამო, იტალიამ მსოფლიოს ქვეყნებთან მიმსოვლა შეწყვიტა და მთლიანად კარანტინზე გადავიდა.

ქვეყნის ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლებიდან  უკიდურესი საჭიროების გარეშე გასვლა აუკრძალა. და ტემპერამენტიანი და მოუსვენარი იტალიელებიც იძულებულები არიან, დაემორჩილნენ წესებს. თუმცა გამოსავალი მაინც მონახეს: ადამიანები აივნებზე მღერიან, ცეკვავენ და ერთმანეთს ასე ამხნევებენ . „აივნური  კონტაქტის“ ვიდეოებს კი სოციალური ქსელებით ავრცელებენ.

​სახლებში გამოკეტილი ადამიანებისთვის ახლა ერთობლივი სიმღერაღაა პირადი, უშუალო კონტაქტის შემცვლელი. ამიტომ ტკბილი ნეაპოლიტანური მელოდიები, რომისა და სხვა ქალაქების ქუჩებში, დღისითაც ჟღერს და ღამითაც.

​ამ დროისათვის ქვეყანაში COVID 19–ის 17 660 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაიცვალა 1266 და განიკურნა 1439 პაციენტი.