მაია ბუწაშვილი: არ დაიწყოთ მკურნალობა გაურკვეველი წამლებით, ასეთი არც ერთ ქვეყანას არ აქვს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს იმ სიმპტომებზე, რომელიც კორონავირუსს ახასიათებს და მოსახელობას რეკომენდაციებს აძლევს თუ ვის მიმართონ პირველ რიგში.
Sputnik
მაია ბუწაშვილი: არ დაიწყოთ მკურნალობა გაურკვეველი წამლებით, ასეთი არც ერთ ქვეყანას არ აქვს

„პირველი ორი რგოლი რომელსაც ადამიანმა უნდა მიმართოს: ესაა ჯანდაცვის ექიმი, ვინც რისკს შეაფასებს და მეორე, სასწრაფო დახმარების ბრიგადა. სიმპტომების მიხედვით კორონავისურისის გრიპისგან და სხვა სასუნთქი გზების ინფექციებისგან გარჩევა ძალიან რთულია.. ეს ყველა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ მაინც სიმპტომებს მაინც ჩამოვთვლი: მაღალ ტემპერატურა, ძლიერი საერთო სისუსტე და სუნთქვის გაძნელება. ეს გართულებული შემთხვევებია, რომლის დროსაც აუცილებლად და ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს სამედიცინო დახმარება. მინდა ვთქვა, რომ კორონავირუსის დროს ძალიან დიდი ნაწილი უსიმპტომოდ ან მინიმალურად გამოხატული სიმპტომებით მიმდინარეობს. მხოლოდ მცირე ნაწილში ხდება გართულება და შესაძლოა, სწორედ ამ მცირე ნაწილში მოყვეს მას ლეთალური შედეგი. ჩვენთან ასეთი მასიური გართულება არ არის. თუმცა იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ყველა ადამიანი ვისაც დაემართება კორონავირუსი გამოვლინდება. შეუძლებელია ყველა ასეთი თუ უსიმპტომო ფორმა იქნას დიაგნოსტირებული.“- ამბობს მაია ბუწაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს: „რისკი იმისა, რომ დაავადებულები ვირუსს სხვას გადასდებენ, არის, თუმცა ყველა ეპიდემიის დროს ასეა. ამას ვერ გავექცევით. მთავარია, დავირუსებული ადამიანები არ გაიპარონ.“