უბედური შემთხვევა: იტალიაში ქართველი დედა-შვილი დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა იტალიის ქალაქ ბარიში, სადაც ახალგაზრდა ქართველი დედა და მისი ვაჟი დაიღუპნენ, სავარაუდოდ, მხუთავი აირით.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს 41 წლის მოქალაქე ქალისა და მისი 16 წლის ვაჟის ცხედრები იპოვეს, იუწყება იტალიური გამოცემა LA GAZZETTA DEL MEZZOGIORNO. 

წინასწარი ინფორმაციით, დედა-შვილი მხუთავი აირით მოიწამლნენ დანტეს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში.

ირკვევა, რომ პოლიციას ტრაგედიის შესახებ დაღუპულის ნათესავმა შეატყობინა.

შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. აღინიშნება, რომ მედიკოსებს სპეცტანსაცმელი ეცვათ კორონავირუსის საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

პოლიციამ უკვე დაიწყო ფაქტის გამოძიება.