მსოფლიო დღეს

ფული კარანტინზე: ცენტრალური ბანკი COVID-19-ის გამო ბანკნოტებს ბრუნვაში არ გაუშვებს

ქუვეითის ცენტრალური ბანკის განცხადებით, გამუდმებით სტელირდება ფულის საცავი, დასათვლელი და დასახარისხებელი აპარატები, რათა შესაძლო ინფიცირებისგან დაიცვას როგორც საკუთარი თანამშრომლები, ისე მოსახლეობა.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ფულის კუპიურები დახურულ კოლოფებში შეინახება არანაკლებ ოთხი კვირისა, რათა ბანკნოტების მეშვეობით COVID-19-ის გადადების რისკები აღიკვეთოს, ნათქვამია ქუვეითის ცენტრალური ბანკის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ქუვეითის ცენტრალური ბანკი ადასტურებს, რომ არ გაუშვებს ბანკნოტებს ბრუნვაში მანამ, სანამ იზოლირებულ და მჭიდროდ დახურულ კოლოფებში, სულ ცოტა, ოთხი კვირა არ შეინახავს, რათა ბრუნვაში ხელმეორე გაშვების შემდეგ მათზე კორონავირუსის არარსებობა გარანტირებული იყოს“, — ნათქვამია განცხადებაში.  
COVID-19: კორონავირუსმა გაეროში შეაღწია

გარდა ამისა ქუვეითის ცენტრალური ბანკის განცხადებით, გამუდმებით სტელირდება ფულის საცავი, დასათვლელი და დასახარისხებელი აპარატები, რათა შესაძლო ინფიცირებისგან დაიცვას როგორც საკუთარი თანამშრომლები, ისე მოსახლეობა. 

ბოლო ინფორმაციით, ქუვეითში COVID-19-ის 80 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 5 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, დანარჩენები მკურნალობის კურსს გადიან. სიკვდილის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

ჯონ ჰოპკინსის ცენტრის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოს 115 ქვეყანაში 127 863 ადამიანია ინფიცირებული ახალი ტიპის კორონავირუსით. აქედან გარდაცვლილია 4 718 და განკურნებულია 68 324 პაციენტი.