მსოფლიო დღეს

COVID-19: კორონავირუსმა გაეროში შეაღწია

წყაროს თქმით, ამ დროისათვის ფილიპინების მუდმივი წარმომადგენლობა დაკეტილია, მთელი პერსონალი ნებაყოფლობით კარანტინზეა გადასული.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა გაეროს შტაბ-ბინაში, აუწყა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости–ს წყარომ, რომლის თქმითაც, COVID-19 ფილიპინების წარმომადგენლობის თანამშრომელს დაუდგინდა. 

COVID-19: ვის ემართება დაავადების გავრცელების გამო სერიოზული სტრესი – მეცნიერული კვლევა

წყაროს ინფორმაციით, ფილიპინების მუდმივმა წარმომადგენლობამ გაავრცელა წერილი, რომლითაც დაადასტურა ფაქტი.

„ბოლოს გაეროს ოფისში ის (ინფიცირებული ქალი - რედ.) ორშაბათს მოვიდა და შტაბ-ბინაში დაახლოებით 30 წუთი დაჰყო – 12:50 საათიდან 13:20 საათამდე“, — აღნიშნა სააგენტოს ინფორმატორმა.

წყაროს თქმით, ამ დროისათვის ფილიპინების მუდმივი წარმომადგენლობა დაკეტილია, მთელი პერსონალი ნებაყოფლობით კარანტინზეა გადასული.

ჯონ ჰოპკინსის ცენტრის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოს 116 ქვეყანაში 127 863 ადამიანია ინფიცირებული ახალი ტიპის კორონავირუსით. აქედან გარდაცვლილია 4 718 და განკურნებულია 68 324 პაციენტი.